ავსტრალიის ქალაქ მელბურნში La Trobe University – ს კამპუსების მშენებლობა დაიწყო. პროექტის მიხედვით სამშენებლო სამუშაოებზე $70.5 მილიონი დაიხარჯება.
ორი ახალი კამპუსის მშენებლობა უნივერსიტეტის ყველაზე დიდი პროექტია. კამპუსები 2,150 სტუდენტზე იქნება გათვლილი და ოთხ, ხუთ და ექვს საწოლიანი ოთახებით დაკომპლექტდება.
Worldconstructionnetwork-ის ინფორმაციით, შენობები ეკოლოგიურად სუფთა იქნება. ორივე კამპუსს ხის მასალებით ააშენებენ.
სტუდენტები ახალ კამპუსებში ცხოვრებას მომავალი წლიდან შეძლებენ.