მედიაფასადი – ახალი ტექნოლოგიური ტრენდი

Modern Roofing

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, დიდი ქალაქების ღამის პეიზაჟები განსაკუთრებული სიფერადითა და განათებებით გამოირჩევა.

დიდი ზომის ეკრანები, ილუმინაცია, შენობების კედლებზე გამოსახულებების მონაცვლეობა, ფერთა თამაში – ეს ყველაფერი მედიაფასადია, რომელიც თავის დროზე გაჩნდა როგორც კომერცილი პროექტი, თუმცა შემდგომში ის არქიტეტქურული სტილის ელემენტად იქცა.

შენობების მედიაფასადები LED ტექნოლოგიის განვითარების შედეგია, რომელმაც ადამიანს შესაძლებლობა მისცა, განათებების საფუძველზე ყველაზე საოცარი წარმოსახვითი იდეები განეხორციელებინა.  

მედიაფასადი, როგორც არქიტექტურის ელემენტი, ხშირ შემთხვევაში, არა მხოლოდ ამა თუ იმ შენობის, არამედ რაიონისა თუ ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცევა. ის შენობა-ნეგებობის ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს, განსაკუთრებულ ესთეტიზმს ანიჭებს მას. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, თუ რატომ მიმართავენ ხშირად არქიტექტორები ამ ტრენდს შენობების ფასადების გაფორმების დროს.

sc-os.ru

მსგავსი სტატიები