მდინარე ლოჭინის ადიდების გამო მიწის მასა ჩამოიშალა

Construction News

ბროწეულას აგარაკების ტერიტორიაზე უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარემ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. მდინარე ლოჭინის ადიდებამ მიწის მასა მოწყვიტა და სახნა-სათესი ადგილებიც დატბორა.

მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, მდინარე მსგავს პრობლემას ყოველ გაზაფხულზე ქმნის.

გარდაბნის მერის მოადგილის განმარტებით, შეიქმნება კომისია, რომელიც საპროექტო სამუშაოებს ჩაატარებს. ასევე, შესაძლოა მდინარის ერთ-ერთ შენაკადს, რომელიც პრობლემას ქმნის, შეეცვალოს კალაპოტი.  გარდა ამისა, საჭიროა ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებაც.

მსგავსი სტატიები