მდინარე ალაზნის ადიდების შედეგად, გურჯაანი-აფენის გზა დაიტბორა

Construction News

მდინარე ალაზნის ადიდების შედეგად, გურჯაანი-აფენის მიმართულებით საავტომობილო გზა დაიტბორა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა გუშინ ღამე რამდენიმე საათით იყო შეზღუდული. ვითარების დარეგულირებისთანავე, აღნიშნულ გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა.

ამ დროისთვის კახეთში აღარ წვიმს. შეინიშნება მდინარეების კალაპოტებში წყლის დონის კლება. დატბორილი ტერიტორიიდან წყლის ამოტუმბვა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მეხანძრე-მაშველების დახმარება 150-ზე მეტ ოჯახს დასჭირდა.

მსგავსი სტატიები