მდინარე აბაშის ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა

Construction News

მდინარე აბაშის ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა. სამუშაოებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებდა.

პროექტის ფარგლებში მდინარის კალაპოტი ქვა-ღორღისა და ნატანისგან გაიწმინდა, ასევე მოეწყო დატბორვის საწინააღმდეგო დამბა, გადასასვლელები და ნაპირსამაგრი ნაგებობები. პროექტის ღირებულება ჯამში 520,000 ლარს შეადგენს.

სოფელ ზანათის, სეფიეთისა და ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარებული სამუშაოები უხვი ნალექის შემთხვევაში დაახლოებით 380 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს დატბორვისგან დაიცავს.

მსგავსი სტატიები