მდინარემ ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის ნაწილი წაიღო

Construction News

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში ადიდებულმა მდინარე სტორმა ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის ნაწილი წაიღო. მოვარდნილმა ღვარცოფმა დატბორა მიმდებარე სოფლებში ცეტრალური მაგისტრალები, რის გამოც ავტომობილებით გადაადგილება ამ ეტაპზე შეფერხებულია.

კალაპოტიდან გადასულმა მდინარემ მშენებარე სასტუმრო წყალში მოაქცია. დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები.

სტიქიამ დააზიანა ახმეტის მუნიციპალუტეტიც, სადაც საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დაიტბორა.

მსგავსი სტატიები