მდგრადი არქიტექტურის გლობალური ჯილდოს 2019 წლის მფლობელი ქალი გახდა

Construction News

როზანა მონტიელი 2019 წლის მდგრადი არქიტექტურის გლობალური კონკურსის გამარჯვებული გახდა. წარმოშობით მექსიკელმა არქიტექტორმა განათლება ესპანეთში კატალონიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტში მიიღო. ამჟამად მას საკუთარი ფირმა “Estudio de Arquitectura” აქვს.

Archdaily-ს ინფორმაციით, მდგრადი არქიტექტურის დაჯილდოვების ცერემონია 13 მაისს პარიზში გაიმართება.

აღნიშნული ჯილდო არქიტექტორმა და აკადემიკოსმა, ჟანა რევედინმა დააწესა და მას 2006 წლიდან ყოველწლიურად გასცემენ. პრიზის კონცეფცია მდგრადი განვითარების იდეას უკავშირდება, რომელიც ბუნებრივი რესურსების გონივრული გამოყენებისკენ არის მიმართული.

ცნობისთვის, მდგრადი განვითარება საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემას გულისხმობს, რომელიც გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას ისარგებლონ მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი.

მსგავსი სტატიები