მგალობლიშვილის ქუჩაზე წყალმა ისევ ამოხეთქა

Construction News

თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე, სადაც წყალმომარაგების დაზიანებული მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები გუშინ დასრულდა, დღეს წყალმა ისევ ამოხეთქა. მგალობლიშვილის ქუჩა ამჟამად დატბორილია.

ჟვანიას მოედანზე, მგალობლიშვილის ქუჩაზე წყლის გაჟონვის გამო გზა ორი დღის წინ ჩაინგრა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლის სარდაფებიც.

კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, დაზარალებულებს ზიანი სრულად აუნაზღაურდებათ.

მსგავსი სტატიები