მგალობლიშვილის ქუჩაზე დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანდა

Construction News

მგალობლიშვილის ქუჩაზე წყლის ცენტრალური მილი დაზიანდა, შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სარდაფები, კომერციული ფართები, ასევე დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა.

ადგილზე დილიდან მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები. ასევე ხორციელდება გზის გაწმენდა შლამისგან.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა რამოდენიმე ავტომობილი გზის ჩავარდნის შედეგად დაზიანდა.

კომპანია GWP განახორციელებს მოსახლეობის ზარალის აღწერას, ხოლო წყლის გადართვის შედეგად, ჟვანიას მოედანსა და მიმდებარე ქუჩებს სასმელი წყლის მიწოდება აღუდგება.

ადგილზე დილიდან იმყოფებოდა საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე.

მსგავსი სტატიები