მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა იწყება

Construction News

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას იწყებს.

როგორც  დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პირველ ეტაპზე, განხორციელდება პროექტირება, რის შემდეგაც გზის მოწყობის სამუშაოები დაიწყება.

ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ  პროექტს – მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას. იცით, რომ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ეს გზა საკმაოდ დატვირთულია და გვინდა, რომ ლისიდან ჩამოსასვლელი კიდევ ერთი ახალი პროექტი განვახორციელოთ, რომელიც „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება. ამ პროექტს უახლოეს დღეებში ვიწყებთ. პირველ ეტაპზე, ორი კვირის განმავლობაში, პროექტირება განხორციელდება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. მისი ღირებულება, დაახლოებით, 15 მილიონი ლარია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ახალი გზის მშენებლობას, დაახლოებით, შვიდი თვე დასჭირდება.

მსგავსი სტატიები