მაშველებმა რაჭაში ტურისტების ჯგუფი გადაარჩინეს

Construction News

მაშველებმა რაჭაში ტურისტების ჯგუფი – ნორვეგიის 7 და საქართველოს 2 მოქალაქე გადაარჩინეს.

ონში, სოფელ გლოლასთან, ქვის მასისა და ხეების ჩამოშლის შედეგად, გზის სავალი ნაწილი ჩაიხერგა, რის გამოც უცხოელი ტურისტების ჯგუფი გზის მეორე მხარეს ჩარჩა და გადაადგილების გაგრძელებას ვერ ახერხებდა.

დასახმარებლად ადგილზე გავიდნენ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მთავარი სამმართველოს მაშველები.

რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ, მაშველებმა ნორვეგიის 7 და საქართველოს 2 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა. გზის გაწმენდითი სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მსგავსი სტატიები