მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 6 სოფელს მიენიჭა

Construction News

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 4 მუნიციპალიტეტის 6 სოფელს მიენიჭა.

დღეიდან მაღალმთიანი დასახლების სტატუსით და მასთან დაკავშირებული შეღავათებით სარგებლობის საშუალება მიეცემა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალციხის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი მელაანის, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების – დვანისა და კნოლევის, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების – სპეთისა და ჭალოვანის მოსახლოებას.

ამ დრომდე, საქართველოში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული ჰქონდა ქვეყნის 1,731 დასახლებას და მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით სარგებლობდა 246,012 მოქალაქე.

ბოლო წლებში, მთის ფონდიდან გამოიყო 86 მილიონი ლარი, რომლის დიდი ნაწილი მოხმარდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ესაა – საგზაო, წყალმომარაგებისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები, კულტურისა და სპორტის ობიექტების, სკოლა-პანსიონების რეაბილიტაცია, მზის პანელების დამონტაჟება, ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა მიმართულებები.

მთის პოპულარიზაციის მიზნით, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, უკვე ორი წელია, 11 დეკემბერს, საქართველოში ოფიციალურად აღინიშნება მთის დღე.

მსგავსი სტატიები