მარტვილის მამათა მონასტრის კელიაში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. დამწვარია 200 კვ.მ ფართობი.
ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.