მარტვილის კანიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

Construction News

საქართველოს ყველაზე პოპულარულ ეროვნულ პარკში – მარტვილის კანიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ტურისტული სეზონისთვის ადგილზე ეწყობა ახალი ექსტრემალური ატრაქცია ზიპ-ლაინი, რაც ადგილზე მოსულ სტუმარს საშუალებას მისცემს დამატებითი თავგადასავალი მოიწყოს.

გარდა ამისა, კანიონში ქვათა ცვენის ზონებში დამონტაჟდა დამცავი ბადეები, რემონტდება ხიდები და გადასახედი პლატფორმები, ეწყობა დამატებითი სველი წერტილები.

ცნობისთვის, მარტვილის კანიონს 2018 წელს 200,000 ვიზიტორი ესტუმრა, მათ შორის 40% ქართველი, ხოლო 60% უცხოელი იყო. საერთო ჯამში კი, 2018 წელს საქართველოს ეროვნულ პარკებს რეკორდული რაოდენობის – 1 მილიონ ვიზიტორზე მეტი ესტუმრა.

მსგავსი სტატიები