მარნეულში 32 დევნილი ოჯახისთვის ახალი დასახლება მოეწყობა

Construction News

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით, საქართველოს გრანტის სახით 10 მილიონ ევროს გადასცემს.

პროექტი დევნილების გრძელვადიანი განსახლებისთვის, ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან აქტივობებს ითვალისწინებს, რომლის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში, 32 დევნილი ოჯახისთვის, რომლებიც ადგილზე წლებია ცხოვრობენ და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან, მოეწყობა სოფლის ტიპის დასახლება. საცხოვრებელი სახლების მშენებლობის საწყისი ბიუჯეტი 25 ათასი ევროა.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი დევნილების გრძელვადიანი განსახლებისთვის, ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან აქტივობებს ითვალისწინებს, რომლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, საგანმანათლებლო მიმართულებით, იგეგმება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, გაიცემა გრანტები ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით და 260-მდე ახალგაზრდა დევნილი გაივლის პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტი სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება და 2021 წელს დასრულდება.

მსგავსი სტატიები