მარნეულში გაზგასამართ სადგურზე ხანძარი გაჩნდა

Construction News

მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი სატვირთო ავტომანქანას გაუჩნდა. არსებობდა აფეთქების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად სწრაფად მოხდა ხანძრის ლიკვიდირება.

ადგილზე მობილიზებული იყო 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

მსგავსი სტატიები