მარნეულის გზატკეცილის რეაბილიტაცია 4,084,676 ლარი დაჯდა

Construction News

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

სამუშაოების ფარგლებში, ათი მეტრი სიგანის 6-კილომეტრიან გზატკეცილზე გზის საფუძველი გამოიცვალა და ასფალტის საფარი დაიგო. ასევე, მოეწყო გვერდულები. რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპზე, სავალ ნაწილებს შორის ბეტონის ბორდიურით გამყოფი გაზონი და კიუვეტები მოეწყობა.

პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4,084,676 ლარი დაიხარჯა.

მსგავსი სტატიები