მანჰეტენზე „პლატინის“ დონის საცხოვრებელი კომპლექსი გაიხსნა

Construction News

მანჰეტენზე, აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ობიექტი, საცხოვრებელი კომპლექსი Stuy Town გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს ბინებს იჯარით სთავაზობს.

ცოტა ხნის წინ, Stuy Town-მა ეკოლოგიაში LEED (Leadership in Energy and Environmental Design), სისტემის „პლატინის“ სერტიფიკატი მიიღო.

Stuy Town კომპანია Blackstоne Real Estate-მა 4 წლის წინ, 5.5 მილიარდ დოლარად შეისყიდა. საცხოვრებელი კომპლექსი 56 შენობისგან შედგება. საცხოვრებელი რაიონის ფართობი 320 ათასი კვადრატული მეტრია.

Blackstone Real Estate-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, კენ კაპლანის განმარტებით, Stuy Town-ის პროეტქმა იდეალური რაიონის შექმნის შესაძლებლობა მისცა მათ, სადაც ინოვაციური ეკოლოგიური მიდგომები იქნა გამოცდილი და ენერგიის დაზოგვის თვალსაზრისით ყველაზე ეფექტიანი ტექნოლოგიები გამოყენებული. პროექტის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ნოვაცია ფართო მასშტაბით იქნა გამოყენებული.

ცნობისთვის, ორგანიზაცია LEED (Leadership in Energy and Environmental Design) „ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის დიზაინის ხელმძღვანელობა“, შენობებს იმ შემთხვევაში ანიჭებს სერტიფიკატს, თუ ის 40-49 ქულას მოაგროვებს. 50-59 ქულა ვერცხლის დონეა, 60-79 ოქროსი და 79 ზევით, ყველაზე მაღალი, პლატინის დონეა.

sc-os.ru

მსგავსი სტატიები