მანჩესტერში ავტობუსის სადგურის რეკონსტრუქციაზე £120 მილიონი დაიხარჯება

Construction News

ინგლისში, ქალაქ მანჩესტერის ერთ-ერთი ავტობუსის სადგურის რეკონსტრუქციაზე 120 მილიონი ევროს დახარჯვა იგეგმება.

პროექტის მიხედვით, სტოქფორთის( Stockport) ავტობუსის სადგურის თავზე პარკი გაშენდება. გეგმა ასევე მოიცავს სადგურის თავზე 17-სართულიანი კოშკის მშენებლობას, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებს. გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, საცალფეხო ხიდების მშენებლობაც იგეგმება.

სტოქფორთის ავტობუსის სადგური მანჩესტერში, A6 გზაზე Mersey Square-თან მდებარეობს. constructionenquirer.com-ის ინფორმაციით, მშენებლობა მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება და 2023 წლისთვის დასრულდება.

მსგავსი სტატიები