მამუკა ბახტაძე: საქართველომ განახლებად ენერგიაზე უნდა გააკეთოს აქცენტი

Construction News

საქართველოში გვჭირდება ახალი ჰიდროელექტროსადგურები, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები და ფართო საზოგადოებაც უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ჩვენ ამით ზიანს არ ვაყენებთ ბუნებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ აქცენტი უნდა გააკეთეს განახლებად ენერგიაზე.

„საქართველოს ენერგეტიკაში გვჭირდება ახალი დადგმული სიმძლავრეები, ეს არის კონკრეტული მოცემულობა. და ბუნებრივია, საქართველომ აქცენტი უნდა გააკეთოს განახლებად ენერგიაზე და ამ შემთხვევაში იმ ჰიდრორესურსებზე, რომელიც გვაქვს ქვეყანაში. ერთის მხრივ, ეს ჩვენი უპირატესობა და სიმდიდრეა. მეორეს მხრივ, ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ ობიექტებზე, რომელმაც შეიძლება გარკვეული შედეგი იქონიოს ადგილობრივ ბუნებაზე და ეკოსისტემაზე, ძალიან სენსიტიური საკითხია. ამავე დროს, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია და ინტერესები“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სტატიები