მამუკა ბახტაძე ზემო იმერეთი-ონის გზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

Construction News

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ზემო იმერეთი-ონის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის განვითარებისთვის, ისევე, როგორც სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული თვალსაზრისით და აღნიშნა, რომ სამთავრობო პროგრამის თანახმად, 2022 წლამდე ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა დასრულდეს.

ზემო იმერეთი-ონის დამაკავშირებელი გზა იქნება 52 კილომეტრამდე სიგრძის. გზა საჩხერიდან იწყება, შვიდ სოფელს გაივლის და ამბროლაური-ონის გზას შეუერთდება, რომელიც ამბროლაურიდან 20 კმ-ის, ხოლო ონიდან 5 კმ-ის მანძილზე მდებარეობს. ახალი გზა საჩხერე-ონის მარშრუტზე მგზავრობას სულ მცირე ერთი საათით შეამცირებს, ასევე მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს.

ამ დროისთვის სამუშაოები დასრულებულია ზემო იმერეთი-რაჭის გზის პროექტის პირველი ლოტის 2.5 კმ-ზე, მე-2 და მე-6 ლოტებზე სამუშაოები გრძელდება, დანარჩენ მონაკვეთებზე კი სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები