მალაიზია იმპორტირებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ამერიკასა და ევროპაში დააბრუნებს

Construction News

მალაიზიის ხელისუფლება იმპორტირებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს უკან, ამერიკასა და ევროპაში გაგზავნის.

ოთხ ტონამდე საყოფაცხოვრებო ნარჩენი ძირითადად ევროპასა და ამერიკაში გამოყენებულ პლასტმასის ნივთებს შეადგენს. ისინი მალაიზიაში დაახლოებით 14 ქვეყნიდან მოხვდა. მათ შორის არიან ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იაპონია და ავსტრალია.

მალაიზიის გარემოს დაცვის მინისტრის, იო ბი ინის განმარტებით, იმპორტირებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების დიდი ნაწილი მათ ქვეყანაში არალეგალური გზით მოხვდა. ისინი იმ გადამამუშავებელმა კომპანიებმა შეისყიდეს, რომლებსაც მუშაობის ლიცენზია არ აქვთ.

მსგავს ხერხს მალაიზიამ რამდენიმე კვირის წინაც მიმართა, როდესაც ესპანეთიდან იმპორტირებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების ხუთი კონტეინერი ესპანეთში დააბრუნა.

ცნობისთვის – მხოლოდ ერთმა ბრიტანულმა კომპანიამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მალაიზიაში 55 ტონაზე მეტი საყოფაცხოვრებო ნარჩენი ჩაიტანა.

მსგავსი სტატიები