ხელოვნური ინტელექტის გზის მშენებლობაზე $1 მილიარდი დაიხარჯება

Modern Roofing

მალაიზიაში ხელოვნური ინტელექტის გზის მშენებლობას გეგმავენ. პროექტი 1 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული და მას ჩინეთის ხელოვნური ინტელექტის კომპანია SenseTime მალაიზიის ადგილობრივ კომპანიებთან თანამშრომლობით განახორციელებს. თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი ბეიჯინში გამართულ ფორუმზე მოეწერა.

ფორუმის განმავლობაში SenseTime-ის წარმომადგენელმა მალაიზიის პრემიერ მინისტრ, მაჰათირ მოჰამადს წარუდგინა პროექტის გეგმა, რომელიც განათლებისა და ჯანდაცვის საკითხებსაც მოიცავს. 5-წლიანი გეგმა ინოვაციური კვლევითი კამპუსის მშენებლობასაც ითვალისწინებს.

ცნობისთვის – კომპანია SenseTime ბაზარზე 2014 წლიდან გამოჩნდა და საერთო ჯანში 2,6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დაფინანსება აქვს მიღებული.

მსგავსი სტატიები