მალაიზიაში ქვეყნის განვითარების $34 მილიარდიანი პროექტი განახლდება

Construction News

მალაიზიის მთავრობა ქვეყნის განვითარების გეგმის “Bandar Malaysia”-ს განახლებას აპირებს. 2017 წლის მაისში შეწყვეტილ პროექტს, მთავრობა ისევ დაუბრუნდა.

პრემიერ მინისტრმა მაჰათირ მოჰამედმა განაცხადა, რომ მთავრობა ეთანხმება $34 მილიარდიანი სქემის განახლებას, რაც 200 ჰექტარი ფართობის სავაჭრო ცენტრის, არხების, 10,000 ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ერთეულის, კულტურული პარკებისა და ფინანსური ცენტრების მშენებლობას გულისხმობს. გარდა ამისა, პროექტის ნაწილია ჩინეთის რკინიგზის საინჟინრო კორპორაციის (CREC) რეგიონული სათავო ოფისის მშენებლობაც, რაზეც 2 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯება.

“Bandar Malaysia”-ს სქემის 40%-ს ხელისუფლება ფლობს და მიზნად ისახავს ურბანულ განვითარებას, რაც ფინანსურ და ტექნოლოგიურ სფეროში მომუშავე კომპანიებს მოიზიდავს. Global construction review-ის ინფორმაციით, განვითარების გეგმაში პირველი ინვესტიცია ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა კომპანიამ ჯერ კიდევ 2011 წელს განახორციელა.

მსგავსი სტატიები