მაია ცქიტიშვილმა, „საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე” კახეთის ინფრასტრუქტურაზე ისაუბრა

Construction News

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი „საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი – კახეთი 2019“- ში მონაწილეობს. ვიცე-პრემიერმა, პანელზე გამოსვლისას, იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც კახეთის რეგიონში ხორციელდება და ინვესტიციების მოსაზიდად ხელსაყრელი გარემოს შექმნას უწყობს ხელს.

კახეთს აქვს უნიკალური შესაძლებლობები და იმისთვის, რომ ის სრულად გამოვიყენოთ, საჭიროა ამ შესაძლებლობების ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა. პირველ რიგში, აქცენტს გავაკეთებ საგზაო ნაწილზე, რადგანაც სწრაფი კავშირი რეგიონებს შორის და მთლიანად საქართველოსთან, საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრქუტურასთან, მნიშვნელოვანია საწარმოო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტისთვის,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის  თქმით, რეგიონში დაახლოებით 40 მლნ ლარის ღირებულების 117 კმ-ის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე უკვე გაფორმებულია კონტრაქტი და თითქმის ყველა სოფელში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები.

კახეთში წელს მიმდინარეობს და დაგეგმილია 132 მილიონი ლარის საგზაო ინფრასტრქუტურის მოწყობა. მათ შორისაა, თიანეთი-ახმეტის დამაკავშრებელი გზა, ასევე, მიმდინარეობს გურჯაანის შემოვლითი ახალი 16კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, 2020 წელს კი ვიწყებთ ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობას. წელს დარსულდება თბილისი- ბაკურციხის 4-ზოლიანი მაგისტრალური გზის პროექტირება, რომლის საორიენტაციო ღირებულება 1 მილიარდი ლარია, რაზეც უკვე ინტენსიური მოლაპარაკების ფაზაში ვართ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან,“ – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ წელს, დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია ჩაიდება ქვეყნის ინფრასტრქუტურაში და აქედან დიდი ნაწილი საგზაო პროექტებს მოხმარდება.

მსგავსი სტატიები