მაია ცქიტიშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ობიექტი დაათვალიერა

Construction News

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა,  მარნეულის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ობიექტი დაათვალიერა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვემო ქართლში სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 55 მილიონი ლარია გამოყოფილი.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობითაც ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ვაკეთებთ, მათ შორისაა მარნეულში უეფას მეორე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. მუნიციპალიტეტში ასევე 10 ახალი სკოლის და 2 საბავშვო ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი“, – აღნიშნა მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, მარნეულში,  მონუმენტთნ „კიდევაც დაიზრდებიან“ ამფითეატრი, საბავშვო ინფრასტრუქტურა და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა, რაც ამ ადგილს ადგილობრივებისა და სტუმრებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის.

მსგავსი სტატიები