მაია ცქიტიშვილმა ზუგდიდში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

Construction News

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა.

დასრულების ეტაპზეა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ანაკლიას საავტომობილო გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. სამუშაოები 2018 წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება. პროექტის ღირებულება 10 მილიონი ლარია.

ვიცე-პრემიერი ანაკლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზეც მივიდა. მისი თქმით, პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და ბიუჯეტი 18 მილიონი ლარზე მეტია. მისი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მოხდება ჩამდინარე წყლების  ბიოლოგიური წმენდა, რაც შავი ზღვისა და გარემოს დაბინძურების რისკებს შეამცირებს.

მსგავსი სტატიები