მაია ცქიტიშვილის განცხადებით, შეზღუდვები არ მოქმედებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე

Construction News

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, შეზღუდვები არ მოქმედებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და არც იმ ბიზნეს-სუბიექტებზე და მათ ეკონომიკურ საქმიანობაზე, რომლებიც აწარმოებენ ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან პროდუქციას.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სამუშაოები პირველყოვლისა არ ჩერდება იმის გამო, რომ ისინი ძირითადად ღია სივრცეში მიმდინარეობს და რისკი ნაკლებია, თუმცა იქაც სოციალური დისტანცირება ერთ-ერთი აუცილებელი მითითებაა, რასაც ვაკონტროლებთ. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი კი არის ის, რომ ამ ეპიდემიიდან გამოვიდეთ არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის თვალსაზრისით ნაკლები დანაკარგით, არამედ ჩვენი ეკონომიკის მინიმალური ზიანით”, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა, საგანგებო მდგომარეობაზე საუბრისას.

მან ასევე ისაუბრა ინფრასტრუქტურული პროექტების ფინანსურ ნაწილზე და განაცხადა, რომ მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი და რეგიონებში დასაფინანსებელი პროექტების საერთო მოცულობა 2020 წლისთვის, აღემატება 2.5 მილიარდ ლარს. მისივე განცხადებით, 3 თვის განავლობაში, ამ კვარტლის ჭრილში 400 მილიონამდე პროექტის დაფინანსება განხორციელდა და დღეის მდგომარეობით ყველა ეს პროექტი კარგი ტემპით და დინამიკით მიმდინარეობს. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ჯანდაცვის სპეციალისტებისგან დადგენილი რეკომენდაციების მნიშვნელობას.

ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია დაცული იყოს იმ ადამიანების ჯანმრთელობა, რომლებიც ამ პროექტებზე არიან დასაქმებული და რა თქმა უნდა ყველა ის რეკომენდაცია რომელსაც ჩვენ ვიღებთ ჯანდაცვის სპეციალისტებისგან, სრულდება ამ ობიექტებზეც. ვეცდებით გავაგრძელოთ როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე იმ ბიზნეს და ეკონომიკური სუბიექტების საქმიანობა, რომლებიც დღეს საქართველოში არიან“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სტატიები