მაია ქციტიშვილი პარიზის რეგიონის დელაგაციას შეხვდა

Construction News

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის, იგივე – პარიზის რეგიონის, დელეგაცია მიიღო. დელეგაციას რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი ჟერომ შარტიე ხელმძღვანელობს.

მუნიციპალური თანამშრომლობის ფორმატში, მხარეებმა ისაუბრეს ურბანული დაგეგმარებისა და კურორტების განვითარების საკითხებზე. თანამშრომლობის სურვილი ასევე გამოითქვა ინვესტიციების მოზიდვის, მუნიციპალური ტრანსპორტისა და პროფესიული განათლების მიმართულებებით.

მსგავსი სტატიები