მაიამის აეროპორტის მოდერნიზაციისთვის $5 მილიარდი დაიხარჯება

Construction News

მაიამის საერთაშორისო აეროპორტის (MIA) მოდერნიზაციისთვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 5 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო. პროექტი მაქსიმუმ 15 წელიწადში დასრულდება.

აეროპორტში იგეგმება: E და F ტერმინალების რეკონსტრუქცია, H და J ტერმინალების გაფართოვება და D გასასვლელის რემონტი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე აშენდება სასტუმრო, რომელიც ბიზნეს და საკონფერენციო ცენტრებსა და საგამოფენო სივრცეებს გააერთიანებს. ასევე აეროპორტს დაემატება სასაწყობო ზონა სატვირთო ოპერაციებისთვის.

მოდერნზაციის შედეგად 2040 წლისთვის აეროპორტი წელიწადში 4 მილიონი ტონა ტვირთის გადატანასა და 77 მილიონი ადამიანის მომსახურებას შეძლებს.

ქალაქის მერი კარლოს გიმენესი აღნიშნავს, რომ “MIA” არის რეგიონის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა, 31 მილიარდიანი ბრუნვით და ასევე ყველაზე დატვირთული კარიბჭე, რომელიც რეგიონის ვიზიტორთა 96 პროცენტს მასპინძლობს.

მსგავსი სტატიები