ლოს-აჯელესსა და სან-ფრანცისკოს შორის ჩქაროსნული რკინიგზა, შესაძლოა აღარ აშენდეს

Construction News

აშშ-ში, ლოს-აჯელესსა და სან-ფრანცისკოს შორის ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზის მშენებლობის წინააღმდეგ კალიფორნიის გუბერნატორი, გავინ ნიუსომი გამოვიდა.

გუბერნატორმა უარის მიზეზად რკინიგზის მშენებლობისთვის საჭირო ხარჯები და დიდი დრო დაასახელა.

“მოდი, ვიყოთ რეალისტები. დაგეგმილი პროექტი ძალიან ძვირი ჯდება და დიდი დროც სჭირდება”, – განაცხადა მან.

ნაცვლად ამისა, გავინ ნიუსომის განცხადებით, ყურადღება მიექცევა ცენტრალურ და პერიფერიულ ქალაქებს – მერსედესსა და ბეიკერსფილდს შორის ჩქაროსნული რკინიგზის მშენებლობას, რაც რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ცნობისთვის, ლოს-ანჯელესსა და კალიფორნიას შორის ჩქაროსნული მატარებლის მშენებლობის დასრულება 2033 წლისთვის იგეგმებოდა. ის მიზნად ისახავდა მნიშვნელოვანი აეროპორტებისა და მაგისტრალების განტვირთვას. 520 მილის სიგრძის სარკინიგზო ხაზზე მგზავრობას კი 3 საათზე ნაკლები დრო დასჭირდებოდა. თავიდან, 2008 წელს, როდესაც ამომრჩევლებმა პროექტის განხორციელებას მხარი დაუჭირეს, ის 40 მილიარდი აშშ დოლარი ჯდებოდა, თუმცა მოგვიანებით მისი მოცულობა 77 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ პირველი ფაზის ფარგლებში, სარკინიგზო ხაზის მშენებლობა ფრესნოში 2015 წელს დაიწყო.

dailymail.co.uk

მსგავსი სტატიები