ლოს-ანჯელესში მშენებლობის რიცხვმა პიკს მიაღწია

Construction News

ლოს-ანჯელესში 2018 წლის განმავლობაში 3,300-მდე საცხოვრებელი ერთეული შევიდა ექსპლუატაციაში, წლის ბოლოს 7,000 ერთეული ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში იყო, ხოლო 35,000 საცხოვრებელი კი დაგეგმარების ეტაპზე.

ადგილობრივი კეთილმოწყობის ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის ბოლოს ქალაქში საოფისე ფართების მშენებლობა 3 მილიონი კვადრატული ფუტის ფართობის ტერიტორიაზე (1კვ. ფუტი = 0.09კვ.მ) მიმდინარეობდა. მათ შორის 1.1 მილიონი კვადრატული ფუტი სავაჭრო დანიშნულების სივრცეზე მოდიოდა.

Constructiondive-ის ცნობით, პროექტმა “Hope + Flower” ქალაქს ყველაზე მეტი საცხოვრებელი ფართი შემატა. შენობა ორი ნაწილისგან შედგება, პირველი 31, ხოლო მეორე 40-სართულიანია. ის 730 ერთეულ მდიდრულ საცხოვრებელს და 7,800 კვადრატული ფუტის ფართობის კომერციულ ფართს მოიცავს.

ლოს-ანჯელესის წლიური გეგმის მიხედვით, მშენებლობების რიცხვი 2019 წელსაც მზარდი იქნება. ქალაქს 9,500-ზე მეტი სასტუმრო ოთახი დაემატება, 2.6 მილიონი კვადრატული ფუტის ფართობი აშენდება სავაჭრო ზონისთვის, ხოლო საოფისე სივრცეებს 3,3 მილიონი კვადრატული ფუტი დაეთმობა. ახალი კომერციული და სავაჭრო ზონების მშენებლობა ტექნიკის ყველაზე მსხვილმა კომპანია Apple-მაც დააანონსა.

გასულ თვეში დასრულდა ცნობილი არქიტექტორის, ფრანკ გერის 1 მილიარდი დოლარის ღირებულების არქიტექტურული პროექტის დაგეგმარებაც, რომლის განხილვა 10 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. 20-სართულიანი შენობა ლოს-ანჯელესს დამატებით 436 საცხოვრებელი ერთეულით უზრუნველყოფს. პროექტი მოიცავს გასართობ ცენტრს, რესტორნებსა და კინო-თეატრებს.

მსგავსი სტატიები