აშშ-ში, ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა იგეგმება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ლოს-ანჯელესის აეროპორტის ტერმინალებს ერთმანეთს დააკავშირებს. ქალაქის მერიამ გასულ წელს პროექტისთვის $4.9 მილიარდი გამოყო.
archdaily.com-ის ინფორმაციით, სარკინიგზო ხაზის გაყვანა შეამცირებს აეროპორტის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საცობს. ახალი სისტემა უზრუნველყოფს წელიწადში 85.1 მილიონი მგზავრის გადაადგილებას. სარკინიგზო ხაზი ასევე დააკავშირებს ექვს სადგურს: სამ ტერმინალს აეროპორტის შიგნით და სამს გარეთ.
პროექტის მიხედვით, ერთი ელექტრო-მატარებელი 200 მგზავრის გადაყვანას შეძლებს.