ლონდონში ჰაერის დაბინძურების დონის განსაზღვრა ხელოვნური ინტელექტით შეძლეს

Construction News

ლონდონში, ალან ტიურინგის ინსტიტუტში შემუშავებული ხელოვნური ინტელექტი ჰაერის დაბინძურების დონეს ზომავს. BBC-ის ინფორმაციით, პროგრამას შეუძლია განსაზღვროს, ლონდონის რომელ ნაწილშია ჰაერი დაბინძურებული მომდევნო 48 საათის განმავლობაში.

ტიურინგის ინსტიტუტის კვლევითმა ცენტრმა შექმნა პროგრამა, რომელიც ლონდონში განლაგებული 1,200 სენსორიდან ავტომატურად იღებს მონაცემებს კონკრეტულ დროს ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შესახებ. შემდეგ ხდება ამ ინფორმაციის დამუშავება სხვა სახის მონაცემების გათვალისწინებით, როგორიცაა ამინდი, საცობები და მიმდინარე მშენებლობები.

ცნობისთვის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებას ყოველწლიურად  7 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ინსულტის, ფილტვის კიბოს და გულის დაავადებებისგან გამოწვეულ ფატალურ შემთხვევათა მესამედი სწორედ ჰაერის დაბინძურებასთან არის კავშირში.

მსგავსი სტატიები