ლონდონში ქართული ღვინის მუზეუმი გაიხსნა

Construction News

ბრიტანეთში პირველი მარანი „სარდაფი“ და ქართული ტრადიციული მეღვინეობის მუზეუმი, „პლამპტონის“  სასოფლო-სამეურნეო კოლეჯის  ღვინის დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიხსნა.

პროექტი მიზნად ისახავს ტრადიციული ქართული მეღვინეობის ტექნოლოგიების განვითარებას დიდ ბრიტანეთსა და მსოფლიოში. მუზეუმის მეშვეობით სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ იმ უძველესი ქართული ღვინის დამზადების ისტორიას, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული.

მუზეუმში მისულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ, როგორც ქართული ქვევრის, ასევე ადგილობრივი ყურძნის ჯიშებისგან დამზადებული „პლამპტონის“ ღვინო.

მსგავსი სტატიები