ლონდონში პირველი 3D ზებრა გადასასვლელი გააკეთეს

Construction News

ბრიტანეთში, პირველი 3D ზებრა გადასასვლელი, ლონდონის ჩრდილო-დასავლეთის გზაზე გააკეთეს. 3D ზებრა გადასასვლელის მიზანია, ორივე მხრიდან მომავალმა მძღოლებმა უფრო ნათლად დაინახონ გადასასვლელი და შეანელონ სიჩქარე.

dezeen.com-ის ინფორმაციით, ვესტმინსტერის წმ. იოანეს ქუჩაზე მდებარე 3D ზებრა გადასასვლელი, საცდელ ეტაპზე 12 თვით იფუნქციონირებს. ვესტმინსტერის საბჭოს წევრის, ტიმ მიტჩელის განცხადებით, თუ პროექტი წარმატებით განხორციელდა, 3D ზებრა გადასასვლელი მთლიან ვესტმინსტერში გაკეთდება.

პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ მომავალში 3D ზებრა გადასასვლელი  გაზრდის საგზაო უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მსგავსი სტატიები