ლონდონში პირველი 360 გრადუსის “უჩინარი ბასეინი” აშენდება

BDO.ge

“უჩინარი ბასეინი” გამჭვირვალე იატაკით და კედლებით – თანამდროვე ტენდენციაა არქიტექტურაში.  ლონდონში დაიგეგმა 55 სართულიანი შენობის სახურავზე “უჩინარი ბასეინი” მოაწყონ.

ბასეინს ოთხივე კედელი და იატაკი, გამჭვირვალე მასალით დამზადდება. კედლები მზის სხივებს ისევე გაატარებენ, როგორც წყალი – შესაბამისად ბასეინი იქნება უჩინარი.

თუმცა, მხოლოდ ეს არ არის ერთადერთი გადაწყვეტილება – კომპანიში აცხადებენ რომ ყველაზე რთული, ბასეინზე შესასვლელ/გასასვლელის მოწყობა იყო, რადგან არ უნდოდათ რომ ბასეინზე შესასვლელი გზა გამოჩენილიყო, რაც დაარღვევდა მის მთავარ კონცეპციას. საბოლოოდ კიბის მაგივრად შეიმუშავეს უნიკალური მოწყობილობა, რომელიც ბასეინზე შეცურვის შესაძლებლობას იძლევა.

ბასეინი, ახალი 55 სართულიანი “Infinity London”-ის სახურავზე უნდა მოეწყოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სტატისტიკურად ლონდონში წელიწადში 106 დღე წვიმს, შესაბამისად მომხმარებლები ხშირად ვერ ისიამოვნებენ ამ უნიკალური გამოგონებით.

მსგავსი სტატიები