ლონდონში ორი მრავალფუნქციური საგანმანათლებლო დაწესებულების ასაშენებლად £285 მილიონი დაიხარჯება

Construction News

ლონდონში, დეველოპერი „Downing“- ი ორ მრავალფუნქციურ საგანმანათლებლო დაწესებულებას აშენებს. პროექტის მიხედვით, ჯამში მშენებლობაზე £285 მილიონი დაიხარჯება.

37 სართულიანი სტუდენტური საცხოვრებელი და 6 სართულიანი კომერციული ოფისი სამხრეთ ლონდონში, ვაუქსალში აშენდება. კომერციული ოფისი 38,567 კვადრატულ ფუტს დაიკავებს და მის სახურავზე მრავალფუნქციური სპორტული სივრცე მოეწყობა, ხოლო, სტუდენტურ საცხოვრებელში საძინებელი ოთახები  841 სტუდენტზე იქნება გათვლილი. გარდა ამისა, შენობაში 12,000 კვადრატულ ფუტს საქველმოქმედო შტაბი დაიკავებს.

დეველოპერმა „Downing“-მა ლონდონში £ 160 მილიონის ღირებულების 32 სართულიანი საგანმანათლებლო დაწესებულება 2018 წელსაც ააშენა.

მსგავსი სტატიები