ნეირონის უჯრედის ფორმის საგანმანათლებლო ცენტრი ვაითჩაპელში, ლონდონში გაიხსნა. თავისუფალ სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეს “ნეურონ პოდი” (Neuron Pod) დაარქვეს.
შენობა არის ლონდონის უნივერსიტეტში არსებული ბიოსამედიცინო ცენტრის გაფართოებული ვერსია. ახალი შენობა 23 მეტრი სიგრძის და 10 მეტრი სიმაღლისაა.
Dezeen.com-ის ინფორმაციით, შენობაში სამგანზომილებიანი ნეირონის ფორმის ოთახია განთავსებული.დიზაინერები საგანმანათლებლო ცენტრის კონცეფციის განვითარებას ახლაც აგრძელებენ.