ლონდონში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული დემონსტრაციის შედეგად 300-მდე ადამიანი დააკავეს

Construction News

ლონდონში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული დემონსტრაციის შედეგად ასობით ადამიანი დააკავეს. Reuters-ის ცნობით, დაკავებულთა რაოდენობა უკვე 300-მდეა. მიზეზი აქტივისტების მიერ ქალაქის ბლოკირების მცდელობაა, რამაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარალიზება გამოიწვია.

დემონსტრანტებმა ლონდონის ცენტრალურ ნაწილში გზები გადაკეტეს. აქტივისტები დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან კლიმატის ცვლილების შესახებ რადიკალური ცვლილებებისა და გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვენ.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობის სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს დიდ ბრიტანეთში სათბურის გაზების გამოყოფა, წინა წელთან შედარებით, 2,6%-ით უფრო მცირე იყო. 1990 წელთან შედარებით კი იგივე მაჩვენებელი 43%-ით არის შემცირებული.

მსგავსი სტატიები