ლონდონის ხელისუფლებამ 305-მეტრიანი ცათამბჯენის მშენებლობაზე თანხმობა განაცხადა

Construction News

ლონდონი სითის ხელისუფლებამ თანხმობა განაცხადა ქალაქში 305-მეტრიანი ცათამბჯენის მშენებლობაზე, რომელიც სიმაღლით ევროპაში რიგით მეორე ადგილს დაიკავებს.

„მსჯელობის შემდეგ კომიტეტმა თანხმობა განაცხადა ამ უნიკალურ პროექტზე“, – ციტირებს სააგენტო Reuters დაგეგმარების ადგილობრივი კომიტეტის წარმომადგენლის, კრის ჰეივორდის სიტყვებს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის რეალიზების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ლონდონის მერმა, სადიკ ჰანმა უნდა მიიღოს.

პროექტს სახელწოდებით Tulip (ტიტა) არქიტექტურული ბიურო Foster and Partners განახორციელებს. პროექტს ბრაზილიელი მილიარდერი ჯოზეფ საფრა დააფინანსებს, რომელსაც ლონდონშივე მდებარე ცათამბჯენი Gherkin ეკუთვნის.

ლონდონის საქმიან ნაწილში დაგეგმილი შენობა სიმაღლით ინგლისის დედაქალაქშივე მდებარე ცათამბჯენს Shard მხოლოდ 5 მეტრით ჩამორჩებოდეს იქნება.

მსგავსი სტატიები