ლონდონის მთავარი სიმბოლო 160 წლის გახდა

Construction News

ზუსტად 160 წლის წინ, 1859 წლის 11 ივლისს ლონდონის “ბიგ-ბენმა” დროის ათვლა დაიწყო.

დიდი ზარი “ელისაბედის კოშკზე” განთავსებული დიდი საათის ნაწილია, რომელიც “ბიგ-ბენ”-ის სახელითაა ცნობილი.

კოშკი უესტმინსტერის სასახლის ნაწილია, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და თემთა და ლორდთა პალატის შეხვედრის ადგილია.

მესაათე ედვარდ ჯონ დენტი ისე გარდაიცვალა, რომ საათზე მუშაობა ვერ დაასრულა. მისმა მემკვიდრემ საათი 1854 წელს დაასრულა, ხოლო შენობაზე 1859 წელს დაამონტაჟეს.

ამ ეტაპზე სააათის რესტავრაცია მიმდინარეობს, სამუშაოები 2017 წელს დაიწყო და 2021 წელს უნდა დასრულდეს. რესტავრაციის პროცესში დიდი ზარი ადგილზე დარჩა, მაგრამ საათის 11 ტონა მექანიზმი პრაქტიკულად სრულად დაიშალა.

სარესტავრაციო სამუშაოების პროცესში სახურავზე “დროის კაფსულა” აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ იქ 1950 წელს დამალეს, როდესაც დაბომბვის შემდეგ განხორციელდა მისი რესტავრაცია.

კაფსულის გახსნის პროცესი, ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი იყო ჩვენთვის. მან ისტორიის შეგრძნება  და რეალური კავშირი მოგვცა იმ ადამიანებთან, ვინც ჩვენამდე იმუშავა ამ ღირსშესანიშნაობის გადარჩენაზე”, – განაცხადა პროექტის მთავარმა არქიტექტორმა, ადამ ვატრობსკიმ.

ამჯერად, პროექტზე მომუშავე ჯგუფმა თავისი ახალი კაფსულა შექმნა და შენობის სახურავში მოათავსა.

სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფოტომასალას BBC ავრცელებს.

მსგავსი სტატიები