ლიფტი რომელზეც 90,000 დაიხარჯა 20 დღეა არ მუშაობს

Modern Roofing

ბათუმში ინასარიძის 18  ნომერში მრავალსართულიანი სახლის  მცხოვრებლები ლიფტის შეკეთებას ითხოვენ. მათი განმარტებით, ლიფტი, რომლის მონტაჟზეც  90,000 ლარი დაიხარჯა, 20 დღეა არ მუშაობს. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ამხანაგობის თავმჯდომარის თქმით, არაერთხელ მიმართა წერილობით, როგორც მერიას ასევე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, მაგრამ  საკითხი ამ დრომდე არ მოგვარებულა.

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის, სულხან ევგენიძის განმარტებით, სამმართველო ეტაპობრივად მიჰყვება იურიდიულ პროცედურებს. პირველი იყო გაფრთხილება, რაზეც კომპანიას არ ჰქონდა რეაგირება. თუკი 4 დღის ვადაში პრობლემა არ მოგვარდება, აღნიშნული კომპანია გაიგზავნება შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში, რის შედეგადაც ვეღარ შეძლებს ტენდერში მონაწილეობას.

მსგავსი სტატიები