ლიფტის ჩამოვარდნას ჩინეთის სამშენებლო მოედანზე 11 მუშაკის სიცოცხლე ემსხვერპლა

Construction News

ლიფტის ჩამოვარდნის შედეგად ჩინეთში სამშენებლო მოედანზე 11 მუშაკი დაიღუპა, 2 კი მძიმედ არის დაშავებული. შემთხვევა დღეს დილით ჰებეის პროვინციის ქალაქ ჰენგშუიში საცხოვრებელი სახლის სამშენებლო მოედანზე მოხდა. ადგილობრივმა სამართალდამცავებმა უკვე დაიწყეს გამოძიება შემთხვევის მიზეზის დასადგენად.

Dailymail-ს ინფორმაციით, ჩინეთისთვის ბოლო 1 წელი შრომის უსაფრთხოების მიმართულებით კრიტიკული აღმოჩნდა. მხოლოდ მარტში ქიმიური საწარმოს აფეთქების შედეგად 78 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი სტატიები