ლილოში ხანძარი ლიკვიდირებულია – მაღაზიების მეპატრონეები გადარჩენილ საქონელს ახარისხებენ

Construction News

თბილისში, ლილოს დასახლებაში, ჭირნახულის ქუჩაზე, ე.წ. “ჩინური ქალაქის” ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. მაღაზიების მეპატრონეები დილიდან ახარისხებენ ხანძრისგან გადარჩენილ საქონელს.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 90-მდე მეხანძრე-მაშველი, 17 ავტოცისტერნა და სამაშველო ჯგუფები. ადგილზე, ასევე, იმყოფებოდნენ პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

დამწვარია დაახლოებით 1,000 კვ.მ ტერიტორია. ხანძრის გაჩენის მიზეზებზე დაზარალებს საუბარი უჭირთ.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დამწვარია ტერიტორიაზე განთავსებული სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა დასახელების პროდუქცია.

მსგავსი სტატიები