ლილოს ბაზრობაზე ხანძარია

Construction News

ლილოს დასახლებაში, ჭირნახულის ქუჩაზე ხანძარია.

ცეცხლი ე.წ. ჩინელების ბაზარში გაჩნდა. ​ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

ცეცხლი 50-მდე მაღაზიაზეა მოდებული. ხანძრის გამო მოვაჭრეებს საწყობებიდან საქონელი გამოაქვთ. ამ დროისთვის ადგილზე 14 სახანძრო და 2 სამაშველო ბრიგადა მუშაობს. მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი სტატიები