თბილისში 19 აპრილს შარტავას ქუჩაზე ავტომობილით მოძრაობა ღამის 11 საათიდან დილის 7 საათამდე აიკრძალება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოძრაობის შეზღუდვა საფეხმავლო ლითონის ხიდების დემონტაჟს უკავშირდება.
სააკაძის მოედნიდან ავტომანქანები საბურთალოს ქუჩის გავლით პეკინის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.
შეგახსენებთ, რომ საფეხმავლო ქუჩების დემონტაჟი თბილისის მერიამ 18 აპრილს დაიწყო. საფეხმავლო ხიდების ნაცვლად შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელები მოეწყობა.