“ლივერპულის უნივერსიტეტის” კამპუსები ქალაქის ცენტრში აშენდება. £1- მილიარდიან პროექტს საგანმანათლებლო დაწესებულება თვის ბოლოს წარადგენს.
გენერალური გეგმა მოიცავს რამდენიმე სამშენებლო პროექტს, მათ შორის ციფრული ინოვაციების დაწესებულებას, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების ცენტრის მშენებლობას.
worldconstructionnetwork.com-ის ინფორმაციით, პროექტი ასევე გულისხმობს სასწავლო, სამეცნიერო და სტუდენტური საცხოვრებელი სივრცის რეაბილიტაციას.
2 კამპუსის სამშენებლო სამუშაოები ამ წელს დაიწყება.