სამშენებლო კომპანია “გრეჰემი” ზარალს ითვლის, რომელიც ლივერპულის გულშემატკივრებმა მიაყენეს.
გუნდის ასეულობით მხარდამჭერი სამშენებლო მოედანზე შეიჭრა და ლივერპულის გამარჯვების ზეიმს თვალს ადევნებდა.
მათ დააზიანეს თაბაშირმუყაოს ფილები, ელექტროსადენები, ავიდნენ სამშენებლო ამწეზე, ასევე ისროდნენ სხვადასხვა მასალებს მშენებარე ობიექტიდან.
აღნიშნულის შესახებ ერთ-ერთმა თვითმხილველა ვიდეო გამოაქვეყნა და აცხადებდა, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩაქუჩით ხელში აზიანებდნენ სამშენებლო მოედანს, ამტვრევდნენ კედლებს და ისროდნენ სამშენებლო მასალებს.
https://www.linkedin.com/feed/update/urn:li:activity:6541214357135605760