ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის საპროექტო სამუშაოები იწყება

Construction News

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის 7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის, საპროექტო სამუშაოებს იწყებს.

პროექტირების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენისთანავე დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები.

რეაბილიტაციის დასრულება 2021 წლისთვისაა დაგეგმილი.

ამასთან ერთად, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის ცალკეულ დაზიანებულ მონაკვეთებზე, მიწის ვაკისის აღდგენის დარჩენილი სამუშაოების შესყიდვაზე.

გზების დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ამ გზაზე სისტემატიურად ტარდება და საჭიროებისამებრ გაგრძელდება გადაუდებელი, მიმდინარე შეკეთების სამუშაოები.

მსგავსი სტატიები